უკრაინიდან საქართველოში ხალხის გამოსაფხიზლებლად ჩამოვედი – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოში ხალხის გამოსაფხიზლებლად ჩამოვიდა, რადგან მისი თქმით, საქართველო რუსეთისკენ შებრუნდა.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, კითხვებზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები წერილობით მიიღეს, რადგან სააკაშვილთან საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა თქმით, ახლა სწორედ ხალხის გამოღვიძება ხდება.

 

მსგავსი თემები