ქართული საკრავების კატალოგი გამოვა

ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს. გამოიცემა კატალოგი, რომელშიც მუზეუმში დაცული 300-მდე საკრავის ისტორია და ფოტომასალა შევა.
​კატალოგის ორ ენაზე გამოცემა მიმდინარე წელს იგეგმება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ფონდ “ქართულ გალობაში” განუცხადეს, წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მუსიკალური საკრავების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებისა და უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში.

 

მსგავსი თემები