,,ომის გაფართოება არ გვინდა, ეს ღარიბაშვილმაც იცის”- ადამ კინზინგერი

საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმაურება.  მისი თქმით, ომის გაფართოება არ უნდათ და ეს პრემიერმაც იცის.

,,ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს ჩართვით ომის გაფართოება? ჩვენ არ გვინდა და მათ ეს იციან.

რატომ სურს ქართულ ოცნებას იდგეს წაგებული, ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მხარეს.  მე ვიცნობ ქართველებს, პრემიერ-მინისტრი კი, როგორც ჩანს არა”, – წერს კინზინგერი.

მსგავსი თემები