„გვქონდა კონსულტაციები ეკლესიასთანაც, ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში“ – პრემიერი ჯარზე

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკლესიასთანაც, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება და ეს საკითხი დარეგულირდება. ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და „გირჩის“ ინიციატივებს „მავნებლურს“ უწოდებს.

„რაც შეეხება „გირჩთან“ ასე ვთქვათ ამ გამოწვევაზე პასუხს, ჩემი იდეა იყო ასეთი, რომ სტუდენტებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამსახური. თუ სტუდენტი ჩააბარებს უნივერსტეტში და ჩაირიცხება, ჩვენ მათ ვეუბნებით რომ თუ წელიწადში, ზაფხულში ერთი თვე შენ მოიცლი და წახვალ ჯარში, ერთი თვე რა პრობლემაა ხო, ივარჯიშებ, ისწავლი სროლას, ა.შ. 4 წლის განმავლობაში 4 თვე გამოუვა ჯამში, შენ ჩაგეთვლება ნამსაწურებად მთელი ეს პერიოდი. 4 წელიწადში 4 თვე არაფერია რეალურად. ეს არის პასუხი „გირჩის“ მავნებლურ, მკრეხელურ მოძრაობაზე“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება.

„ამით ჩაიკეტა, მოგვარდა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკლესიასთანაც, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება და ეს საკითხი დარეგულირდება. ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. ეს იყო მთავარი მიღწევა, რომელზეც ჩამოვყალიბდით. აღარ იქნებიან მხოლოდ ყარაულები, არამედ მოემზადებიან, ეს იქნება დისციპლინირებული, ჯანსაღი, პატრიოტი თაობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები