„არეულობის დროს, აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა ჩვენს პოლიციას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„არეულობის დროს,როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ეხლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა,მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ“ – აცხადებს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარები ტავად არიან გახვეული კორუფციაში და უმჯობესია, საკუთარ თავს მიხედონ.
„ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?! მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ეხლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა. ეს არის ანტიდემოკრატიული. მე არ ვიცი ვინ რას ადარებდა“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები