„გახდი ცრუ მღვდელმსახური – ეს უბედურება, ტრაგედიაა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„როდესაც ახალგაზრდა კაცს თუ ქალს ეუბნები, რომ იმისთვის რომ ჯარს თავი რომ დააღწიო და არ ემსახურო შენს ქვეყანას, გახდი ცრუ მღვდელმსახური, ეს უბედურება, ტრაგედიაა, “გირჩი” ანტიეროვნული მოძრაობაა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველების მთავარი საამაყო სიტყვაა
“ვემსახურებით საქართველოს, ჩვენს ქვეყანას” და “გირჩმა” თავისი ანტიეროვნული კამპანიით 10 000 ზე მეტი ახალგაზრდაა შეცდომაში შეიყვანა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის კოდექსზე მუშაობა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და ახალი კოდექსი მათ შორის იმ მავნე პრაქტიკას შეცვლის, რომლის მიხედვითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები ყარაულებად იდგნენ ციხეებში და სხვადასხვა ობიექტებზე.

„დღეს ჯარი არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია ეკლესიასთან ერთად. ეს ორი მთავარი საყრდენი ჩვენი ქვეყნის. ეკლესია, პოლიცია და ჯარი, სამი მთავარი ინსტიტუცია არის მთავარი საყრდენი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ძლიერი რეზერვის შექმნა. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, გვაქვს ძალიან მდიდარი სამხედრო ტრადიციებიც, ვართ მეომარი, ძლიერი ხალხი და არ გვინდა ქვეყანაში გავრცელდეს მავნე პოლიტიკა, მაგალითად ისეთი, როგორიც აწარმოა “გირჩმა”.

ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ამ “გირჩის” გამოწვევის დაძლევა. წარმოიდგინეთ, მათი ამ ანტიეროვნული, არ მოვერიდები ამის თქმას, ეს ანტიქართული მოვლენაა, ანტიქართული ფენომენია და ანტიქართული მოძრაობაა იმიტომ, რომ როდესაც შენ ადამიანს, ჯანსაღ, ყველაზე მაგარ წარმომადგენელს, ახალგაზრდა კაცს თუ ქალს ეუბნები, რომ ჯარს თავი რომ დააღწიო, რომ არ ემსახურო შენს ქვეყანას, გახდი ცრუ მღვდელმსახური და გახდი რაღაც გასაბერი ეკლესიის წევრი თუ მრევლი, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, ეს არის უბედურება, ტრაგედია
– აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები