,,უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მომხრეები ჩამოვიდნენ, რომლებიც შეეცდებიან რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას”- გია ვოლსკი

,,არის ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდებისა მზადდება სწორედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პროცესების განვითარებას როგორმე ხელი შეუშალონ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობისთვის მთავარია, საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნება და  იმ ამოცანის მიყოლა, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება.

„რეალურად ამ პროცესების განვითარებას ემსახურება დეზინფორმაცია, თითქოს სუსის წარმომადგენელი ვიღაცას დაესხა თავს, თითქოს მომწამლავი გაზი გაუშვეს და ა.შ. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ჯგუფი უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“, მომხრეები ჩამოვიდნენ, ესენი არიან მებრძოლები, რომლებიც ამ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ეს რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და სამოქალაქო ომში, ჭყლეტაში, რაღაც დაპირისპირებაში და ის ორი „ტრუპის“ თემა კიდევ შემოვიდეს დღის წესრიგში, საქართველო დაინგრეს. დესტაბილიზაცია, რაზეც ძალიან დიდი ხანია, ვლაპარაკობთ, იყოს დღის წესრიგში და განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ინტერესებს რომელიც საქართველოს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები