,,საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, მოლდოვაში კი – სხვა ინტერესებს,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„საქართველოში ოპოზიციისთვის არათუ ნებადართულია, არამედ ვალდებულია, გააკეთოს ის, რაც სურს. მოლდოვაში კი პროტესტი მოქმედი ხელისუფლების მიმართ იგმობა, რადგან საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, მოლდოვაში კი – სხვა ინტერესებს, ხოლო დასავლურ ინტერესებს მთავრობა და პრეზიდენტი ასახავენ“, – განაცხადა ლავროვმა.