,,ქართველები რუსულ გავლენას არ მოითმენენ”- ოლექსი გონჩარენკო

,,ეს ქართული ხალხის გამარჯვებაა. ქართველები – თავისუფალი ერია,”- ასე ეხმიანება უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას.

,,საქართველოს პარლამენტმა პუტინის ნიმუშებით შედგენილი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. ეს ქართული ხალხის გამარჯვებაა. ქართველები – თავისუფალი ერია. ისინი დიქტატურას არ მოითმენენ. ისინი რუსულ გავლენას არ მოითმენენ. ისინი გამოვიდნენ გარეთ და დემოკრატიის უფლებას იცავდნენ,”- წერს გონჩარენკო.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მსგავსი თემები