რა ვითარებაში დააკავეს ბადრის ესებუა – ახალი დეტალები

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა  ზუგდიდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში გადასვლას აპირებდა. ესებუა სოფელ ჯიხაშკარში აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა ქუთაისში გადაიყვანეს.

ამასთან, ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

მსგავსი თემები