წალენჯიხაში იტალიიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული ხეები გაჩეხეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, იტალიიდან სპეციალურად ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები გაჩეხეს. ხეები ძველი კულტურის ცენტრის სივრცის ტერიტორიაზე იყო დარგული, რომელიც მამუკა ხაზარაძემ შეიძინა.

შენობაში 32 წელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. მოხდა სივრცის სრული განახლება, გაკეთდა გალავანი, დაირგო იტალიიდან ჩამოტანილი და უნიკალური ჯიშის 70 ხე, რომელიც გაჩეხეს. რადგანაც პერიმეტრზე ვიდეოკამერა არ ეყენა, უცნობია, ვინ ჩაიდინა აღნიშნული ვანდალიზმი.

 

მსგავსი თემები