„პუტინი შეჩერებას არ აპირებს, პირიქით, საპირისპიროდ მოძრაობს“ – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტისგან ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ის შეჩერებისთვის მზად იყოს.  როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, ვაშინგტონი მისი შეჩერების ნიშებს ვერ ხედავს.

„ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის, შეჩერდეს. პირიქით, თუ მოუსმენთ მის გუშინდელ კომენტარებს, იმაზე მეტყველებს, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს… ვაფასებთ ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის, თურქეთის და სხვათა ძალისხმევას, მაგრამ დიპლომატია მოითხოვს ორივე მხარის კეთილსინდისიერ ჩართულობას დეესკალაციისთვის. რუსეთის ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ომის დასრულების ნებისმიერ სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას,“- აღნიშნა ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები