კახა კალაძის თქმით, თუ რუსეთი საქართველოსთან ფრენის შეზღუდვას მოხსნის, ამაში ცუდი არაფერია

თბილისის მერის განცხადებით რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაში ცუდი არაფერია. მისი შეფასებით, ფრენები რუსეთმა გააჩერა და თუ აღადგენს, არც არაფერი დაშავდება.

„რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში?  მარტივია, დაუსვათ უკრაინის მოქალაქეებს კითხვა, გრძნობენ თუ არა ისინი უსაფრთხოდ თავს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში, რამდენად მოსწონთ აქ ცხოვრება. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს, ძალიან კომფორტულად არიან, იციან, რომ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, ვიცით მეგობრობა, ხელის გაწვდენა, გაჭირვების დროს. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები.
გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო მათი მხრიდან მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება და მოხსნიან, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან.

 

 

მსგავსი თემები