ნაცემი უცხოელები, დამტვრეული მანქანები  –  საქმეს შსს იძიებს

 

გუდაურში ქართველი და რუსი პარაპლანისტების ფიზიკურ დაპირისპირების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. აღნიშნულ ინცინდენტამდე კი კონფლიქტი უკრაინელებთანაც მოხდა.  არის რის თუ არა დაპირისპირება პოლიტიკასთან კავშირში, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, გამოძიება დაადგენს, თუმცა, თავად დაპირისპირებული მხარეები აცხადებენ, რომ მიზეზი ბიზნეს ინტერესებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 ივნისს, გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომლის შედეგადაც რუსეთის 2 მოქალაქე დაშავდა, წინ უძღოდა 8 ივნისს ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარი ინციდენტი.

სამინისტროს ცნობით, გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.

დაბა გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს.

საქართველოს პარაპლანისტთა ფედერაციის ხელმძღვანელის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, ჩელიშევი ქართველმა პარაპლანისტებმა საკუთარი ავტომობილიდან იმ დროს გადმოათრიეს, როცა ის გუდაურში ასაფრენი მოედნისკენ მიემართებოდა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ რუსეთის მოქალაქემ საქართელოს ტერიტორიულ მთლიანობა დაგმო.

რა მოხდა რეალურად, ამ საკითხთან დაკავშირებით გუდაურელი პარაპლანისტები (ვინც რუსი პარაპლანისტი სცემეს) და „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტი მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგს მართავენ.

მსგავსი თემები