„ემპათიის“ დასკვნა არ არის ურწმუნო და უტყუარი” – მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატო ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ემპათიის“ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა და ის სარწმუნო არ აღმოჩნდა.

„ეს სიტუაცია ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციების საგანი. ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში. მინდა ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე. მივიღეთ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან 26 იანვარს დასკვნა – ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური. ამ დასკვნის შესაბამისად „ემპათიის“ დასკვნები არ არის სარწმუნო და უტყუარი“ – განაცხადა რატო ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები