,,პაციენტის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“- ექიმი

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ დიხამინჯიას განცხადებით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა ქალის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დაახლოებით 04:00 საათზე საგარეჯოს რაიონის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა ქალბატონი მარცხენა თვალის უცხო სხეულის ნაფლეთი ჭრილობით და ის მზადდება საოპერაციოდ. მალე დაიწყება ოპერაცია. პაციენტის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ოთარ დიხამინჯიამ.

 

მსგავსი თემები