,,ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაში მონაწილე ექსპერტები დაიკითხებიან. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

“ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა “ვივამედიდან” ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სააკაშვილის ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს.

 

მსგავსი თემები