,,სამი დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, 21 წლის პირი კრიტიკულად მძიმეა”- ექიმი

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, ექიმ მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი პაციენტი რჩება, მათგან სამის მდგომარეობა სტაბილური, ერთის კი კრიტიკულად მძიმეა.

ექიმის თქმით,  სამი პაციენტი კონტაქტურია, მათ ჩვენება ჩამოერთვათ.

„კლინიკაში ოთხი ავადმყოფი რჩება, აქედან სამის მდგომარეობა სტაბილური, ერთის კი, კრიტიკულად მძიმეა. ის ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. ერთი პაციენტი მსუბუქი დაზიანებებით არის, ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა.

რაც შეეხება კრიტიკულად მძიმე პაციენტს, რომელიც 21 წლისაა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუს და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, – განაცხადა ექიმმა.

 

მსგავსი თემები