„რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესში თქვენს დასახმარებლად“ – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სტატუსის მიღების პროცესში ევროკავშირის საელჩო საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. ელჩს იმედი აქვს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, შედეგი პოზიტიური იქნება.

„ამ წლის მიწურულს, ჯერ ევროკომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს მიღწეულ პროგრესს და გადავწყვეტთ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებით, გახდეს ევროკავშირის წევრი. ვიმედოვნებთ პოზიტიურ შედეგს ამ წლის ბოლოს. პოზიტიური შედეგი ნიშნავს, მომდევნო ნაბიჯს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისკენ, კერძოდ, კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არა მხოლოდ თითებგადაჯვარედინებული ვიცდით, ასევე მზად ვართ, დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე პარლამენტს მიმდინარე სამუშაოებში“, – აღნიშნა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები