რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, ღამით რუსეთმა ქალაქი  გულიაიპოლი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ქალი.
“ჩვენი გმირული გულიაიპოლი კვლავ იტანჯება მტრის დაბომბვისგან. ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი კორპუსები და ფერმები. ადგილობრივი კომუნალური კომპანიის ავტოფარეხები და აღჭურვილობა. სამწუხაროდ, 1949 წელს დაბადებული ერთი ქალი გარდაიცვალა”, – წერს სტარუხი.

მსგავსი თემები