შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა სამმა არასრულწლოვანმა შიმშილობა შეწყვიტა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე დღეს საქმის მთავარი მოწმე, კოკო ღიბრაძე დაიკითხება, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარი პირველი თავდასხმის დროს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მცხეთის მაგისტრალზე იმყოფებოდა.

ღიბრაძის გარდა, დღეს წვეულების მონაწილე არასრულწლოვნები, გამომძიებლები და ექსპერტები დაიკითხებიან. ჯამში სხდომაზე ათი მოწმის დაკითხვა იგეგმება.

ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამმა არასრულწლოვანმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტა.

დახურულ სხდომას მცხეთის რაიონულ სასამართლოში არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ., რომელმაც წინა სხდომა დატოვა და ადვოკატსაც მოუწოდა, სხდომებს არ დაესწროს. მის ნტერესებს საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი დაიცავს.

მსგავსი თემები