,,ვიდრე ჩვენ გავარკვევთ ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ სადაც არის”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ვიდრე ჩვენ გავარკვევთ ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ სადაც არის, რათა დავიცვათ მისი ჯანმრთელობა,”-ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელმა ჩანაწერმა გარკვეული გაურკვევლობა გამოიწვია და კითხვა გააჩინა, ვისია მიშა,

„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საქართველოში მის შემოსვლას აგენტოკრატიის ჯგუფმა შეუწყო ხელი ძირითადად დასავლეთიდან, მაგრამ მისი დედა ამბობს, რომ აქ არის რუსეთის ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობს, მე არ ვარ თქვენი, არ ვარ საქართველოსი და გამიშვით აქედანო. მთავარი არის, რომ ის არ არის ჩვენი. მისთვის მთავარია იყოს იმის, ვინც მას ხელისუფლებაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს. ვიდრე ჩვენ გავარკვევთ ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ სადაც არის, რათა დავიცვათ მისი ჯანმრთელობა. მთავარია, ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად და გავითვალისწინოთ მისი ნათქვამი, რომ ის არ არის საქართველოში და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის.  ჩანაწერში გიული ალასანია საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე.  „ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.

მსგავსი თემები