სროლა არგენტინაში – მოკლულია 19 წლის ფეხბურთელი

არგენტინის ქალაქ როსარიოში, სროლის შედეგად 19 წლის ფეხბურთელი, ლაუტარო რონჩი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ლაუტარო რონჩის და მის ორ მეგობარს ცეცხლი აიაკუჩოს ქუჩაზე გაუხსნა. სროლის შედეგად როჩიმ თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, დაღუპულია მისი კიდევ ერთი მეგობარი, რომელსაც ჭრილობები ფეხისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მესამე მეგობარი კი ფეხის არეში დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, თუმცა თავდასხმის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

 

მსგავსი თემები