სენაკში, მოგლეჯილი ხე მიკროავტობუსს დაეცა – არიან დაშავებულები

სენაკში სამარშრუტო ტაქსს მოგლეჯილი ხე გადაადგილების დროს დაეცა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

მსგავსი თემები