„ახლავე შემიძლია დავურეკო ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თქვენ ეს შეგიძლიათ“ – რა უთხრა კულებამ ლავროვს

​ლავროვი-კულებას შეხვედრა არსებითი შეთანხმებების გარეშე დასრულდა, თუმცა, როგორც უკრაინის საგარეო მინისტრი აცხადებს, იმედი აქვს, რომ ლავროვი დეტალურად მოუყვება საუბრის შინაარსს მის პრეზიდენტ პუტინს.

„შევთავაზე ჩემი წინადადება, რომელსაც სერგეი ლავროვმა მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ისევ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებების ოთახიდან გასვლის შემდეგ ამას მაინც გააკეთებს. ასევე, ვუთხარი, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სმარტფონები. ალბათ მინისტრ ლავროვს აქვს ბოლო „აიფონი“, მაგრამ ეს სხვა ამბავია.  ვუთხარი, რომ შემიძლია, დაუყოვნებლივ დავურეკო ჩემს ოფიციალურ პირებს, ჩემს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავარსარდალს და მე 100 პროცენტით გპირდებით, რომ ისინი უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას. მე მზად ვარ, გავაკეთო ეს ახლავე, თქვენი თანდასწრებით. შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ? შეგიძლიათ დარეკოთ? დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი თქვენს სატელეფონო წიგნაკში გაქვთ. არ უპასუხია“ – განაცხადა დმიტრო კულებამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა არსებითად განიხილეს ჰუმანიტარული დერეფნების საკითხი. როგორც ლავროვი აცხადებს, ისინი უკრაინის მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავენ, თუმცა, მათ თავად პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყენებს.

 

მსგავსი თემები