კომპანია, რომლის სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის იანვარში 30 000 ლარით დაჯარიმდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ობიექტს, საიდანაც დღეს მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, შპს „სი ემ სი მეზღვაური“ აშენებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული კომპანიის მიმართ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაწყებულია სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.

სამართალწარმოების ფარგლებში, აღნიშნული კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა 30 000 ლარით და მიმდინარეობს საქმისწარმოება. საქართველოს მთავრობის 477-ე და 361-ე დადგენილებების შესაბამისად, ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ინსპექცია შესაძლებლობას მოკლებულია სამუშაოების შეჩერება მოითხოვოს.

ბათუმში მშენებარე ობიექტიდან დღეს მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები