,,ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ”- ხატია დეკანოიძე

ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის“, – წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მსგავსი თემები