,,უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა განდევნოს ტერორისტები”- ზელენსკი

,,უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა განდევნოს ტერორისტები ჩვენი მიწიდან”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით. უკრაინელი სამხედროები უკვე მალე მიიღებენ დასავლელი პარტნიორებისგან ახალ შეიარაღებას და ტექნიკას.

„მსოფლიომ იცის, რომ უკრაინულ მიწაზე რუსეთის ყოფნის ყოველი დღე არის სიკვდილი, ჭრილობა, ტკივილი და ხალხის ტანჯვა. უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა განდევნოს ტერორისტები ჩვენი მიწიდან და საიმედოდ დაიცვას ჩვენი ხალხი რუსეთის ნებისმიერი ესკალაციური გეგმისგან. დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი და ტექნიკა უკვე მალე ექნებათ ჩვენს მეომრებს ფრონტზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები