,,ჩვენს თვალწინ კვდება, ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია”- პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

„შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენს თვალწინ კვდება, მთელი მსოფლიოს თვალწინ და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია“, –  ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.

„საუბრებსა და წერილებში ხშირად ვთავაზობდით სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში წაყვანას. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია. ჩვენ ვთხოვეთ და შევთავაზეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო სამედიცინო კომისიას შეეფასებინა. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

მსგავსი თემები