,,ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ”- მალგოჟატა გოშევსკა

„ამ დროისთვის საქართველო არის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს შეუძლია დაუსჯელად აირიდოს სანქციები“- ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.

მისი თქმით, “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემორჩილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს და რომლის თანხმობის გარეშე სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ”.

„ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ, რათა მისი ბიზნეს და სამოგზაურო შესაძლებლობები შეეზღუდა“, – განაცხადა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა.

მსგავსი თემები