ბრაზილიაში, საგანგებო ვითარება გამოცხადდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა დე სილვამ, საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის დედაქალაქში იანვრის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

დემონსტრანტები გაყალბებულს უწოდებდნენ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის პორტფელი ლულა დე სილვამ გადაიბარა.

 

მსგავსი თემები