რუსმა ოკუპანტებმა ტრადიციას არ უღალატეს და 2023 წლის პირველივე დღეს მშვიდობიანი მოქალაქეები გაიტაცეს. ახლა, სოფელ კოშკას მცხოვრები ორი ქართველი – სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი, ცხინვალის იზოლატორშია, დაკავების მიზეზი ე.წ საზღვრის გადაკვეთაა, არადა მწყემსებმა ახალი წლის პირველ დღეს უბრალოდ საქონელი გარეკეს საძოვრებზე.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კი ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ დაკავებულებმა საოკუპაციო საზღვარი დაარღვიეს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სწორედ რუსები გადმოვიდნენ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე.