ამერიკული მასშტაბური საინვესტიციო გეგმის საპასუხოდ, გვჭირდება სტრატეგია „დამზადებულია ევროპაში“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრისას გააკეთა.
მაკრონის თქმით, ევროპულმა სტრატეგიამ ევროპული ინდუსტრია და სამუშაო ადგილები უნდა დაიცვას.