პელეს დღეს დაკრძალავენ

ლეგენდარულ ფეხბურთელს, პელეს დღეს დაკრძალავენ. ბრაზილიის ქალაქ სანტოსში პელესთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ფეხბურთის მეფეს მოქალაქეები ურბანო კალდირას სტადიონზე მიაგებენ პატივს, რომელიც პელეს ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ საშინაო მოედანია. პელეს სანტოსის კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობისთვის, პელე 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები