,,უკრაინამ თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტრიის 40% გაათავისუფლა” – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, გენერალვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინამ გაათავისუფლა იმ ტერიტორიის 40%, რომელიც რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ დაიკავა.

მისივე თქმით, ამჟამად უკრაინას რუსეთთან გამკლავება 1500-კილომეტრიან აქტიურ ფრონტის ხაზზე უწევს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ცნობით, 2022 წლის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 3 ათასი ტანკი, 6 ათასი ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა, 2 ათასი საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 420 სისტემა, 300-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 270 ვერტმფრენი.

მსგავსი თემები