,,სააკაშვილმა მთხოვა, დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 – საათიან რეჟიმში განიხილოს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილმა სთხოვა დააყენოს შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 – საათიან რეჟიმში განიხილოს საქმე.

ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ყველა სასამართლო პროცესს დაესწროს.

,,განვიხილეთ მისი პროცესებზე გამოცხადების საკითხი. მას სურვილი აქვს, რომ ყველა პროცესს დაესწროს. ასევე მთხოვა, რომ დავაყენო შუამდგომლობა, ფაქტობრივად, 24 – საათიან რეჟიმში განიხილოს მოსამართლემ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ადამიანური რესურსი აღარაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ავადმყოფობის ისტორია გამოვითხოვეთ, იმედია ხვალ ან ზეგ მოგვაწოდებენ. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წინასასამართლო განწყობა გვაქვს, რომ ყოველდღიურად მოხდეს და დილიდან გვიანობამდე გაიმართოს სასამართლო პროცესები,” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები