,,პუტინის ფსონმა არ გაამართლა”- ჯოზეფ ბორელი

,,პუტინის ფსონმა არ გაამართლა,” – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელი წერს, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა გაეყო ევროკავშირი.

„განსაკუთრებით საინტერესოა იმის აღნიშვნა, რამდენად სწრაფად რეაგირებდა გერმანია. რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის დასაწყისში მთლიანი რაოდენობის 55 პროცენტიდან ნულამდე შემცირდა. ნავთობის იმპორტი – 40 პროცენტიდან ნულამდე. ეს არის გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც დიდწილად ენერგეტიკულ საკითხზე იყო დამოკიდებული“, – წერს ბორელი.

მისივე თქმით, 2023 წელს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ენერგეტიკის, კლიმატის კრიზისი და მათი ეკონომიკური და სოციალური შედეგები დარჩება საკვანძო საკითხებად ევროკავშირისა და მსოფლიოსთვის.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის მიერ ენერგეტიკის შეიარაღებას მისი ეკონომიკის დეკარბონიზაციის დაჩქარებით. ეს ასევე მოითხოვს ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციისთვის და ყველაზე დაუცველი ქვეყნების დახმარებას ამ ახალი გეოპოლიტიკური გარემოს შედეგების წინაშე“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

მსგავსი თემები