ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს საკვებით უზრუნველჰოფს

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მიუსაფარი ძაღლების გამოკვების მიზნით, მიმკედლებლებსა და ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებს მშრალი საკვები გადაეცემათ.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგემტოში „მედიცენტრ მთავარს“ აცნობეს,  ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ,,ზოომარტმა” უსასყიდლოდ გადასცა, რითაც კომპანიამ აღნიშნული აქციით სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ გაინაწილა.

 საკვების გაცემა მოხდება შემდეგი წესების გათვალისწინებით:

  • მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები პროდუქტის მისაღებად უნდა მიბრძანდეთ სააგენტოს ცენტრალურ ოფისში (მისამართი: კ. მარჯანიშვილის 89/24), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.
  • თითოეულ ადამიანს საკვების მიღება შეეძლება მხოლოდ ერთჯერადად, 20 კგ-ის ოდენობით (1 პაკეტი).
  • შენობაში დაიშვება მხოლოდ ერთი ადამიანი პირბადის მოხმარებისა და დეზინფექციის წესების გათვალისწინებით. საკვების მისაღებად მოსულ ადამიანებს შემხებლობა არ ექნებათ სააგენტოს თანამშრომლებთან, რადგან თავიდან ავირიდოთ დაინფიცირების რისკები.
  • აუცილებელია, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკვების უსასყიდლოდ გადაცემის აქცია გაგრძელდება მარაგის ამოწურვამდე.

 

მსგავსი თემები