ევროკავშირი ჩინეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უფასოდ სთავაზობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარ სტელა კირიკიდისის ძალისხმევის ნაწილია, რომლიც „კოვიდ-19“-ის შესაძლო ახალ ტალღასთან საბრძოლველადაა მიმართული.
„კომისარმა, კირიაკიდისმა მიმართა თავის ჩინელ კოლეგას მხარდაჭერისა და სოლიდარობის წინადადებით, რაც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში საექსპერტო დახმარებას, ასევე ევროკავშირის ვაქცინების გადაცემას, რომლებიც „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა ვარიანტების წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადეს ევროკავშირში.
პეკინს ჯერ ევროკავშირის ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.