„ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”- ხაბეიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით,  მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობა გაიმართება.

„ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონასა და საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები