პელეს დღეს დაკრძალავენ

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს დღეს დაკრძალავენ. არსებული ინფორმაციით, პელემ სიცოცხლეშივე დაიბარა, რომ სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მეცხრე სართულზე დაეკრძალათ, საიდანაც მისი ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ სტადიონი ჩანს.

გუშინ პელეს ცხედარი სან პაულოში, „ურბანო კალდეირას“ სტადიონის ცენტრში დაასვენეს.

ცნობისთვის, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები