“30-წლიანი ნათაღლითარი ფეისსპექტრი უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკას” – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ძალიან ცუდი სანახავია პოლიტიკოსების მხრიდან გამოხატული ცინიზმი და უზრდელობა.

„არც ერთ მხარეს არ აკლია ცინიზმი და უზრდელობა. ვფიქრობ, არც ვაჭრობა აკლია არც ერთ მხარეს. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცუდი სანახავია ეს ყველაფერი და დღეს ვუხუმრე, ჭაბუა ამირეჯიბზე კარგად ვერავინ იტყვის-მეთქი, რას დაგამსგავსათ მამამარჩენალმა.

ერთმანეთს გარეგნობას უწუნებენ, საშინელება ხდება. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური სპექტრი დაკავებული იყოს იმით, რომ არსებული კარგი კანონები მუშაობდეს და რეფორმებზე ვიფიქროთ, ერთმანეთი ჩააბეზღეს, რაც არ არის კარგი სანახავი და იქნებ, დავინდოთ ხალხი.

ეს იმის ბრალია, რომ 30-წლიანი ნათაღლითარი ფეისსპექტრი უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკას, შეუძლებელია ამის ატანა უკვე, რომ ერთი და იგივე ადამიანები ატრიალებდნენ ერთ წრეზე ქვეყანას“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებებს გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, ჩარკვიანი ამბობს, რომ ვექტორის შეცვლა მისთვის გასაკვირია.

„შეიძლება, ალეკო ელისაშვილი მართალსაც ამბობდეს, მაგრამ 10 თვის წინ ის ამბობდა, კვირიკაშვილი იპარავდა მილიონებსო და ახლა თავისთან მოიპატიჟა. შეიძლება, ადამიანები რაღაცას იცვლიდნენ, მაგრამ ვექტორის შეცვლა სხვა რამეა. როცა ქურდს ეუბნები, რომ ქურდი ხარ და მერე პარტიაში ეპატიჟები, თუ კი ქურდად თვლი, ცოტა საკვირველია.

მე მირჩევნია, ხალხის პოზიციიდან შორიდან ვუყურო მათ. ამ ყველაფერში ჩართვა რომ არ ვისურვე, იმიტომ არ დავჯექი იმ ოპოზიციის ფსევდოგაფართოებულ მაგიდასთან, სადაც ელისაშვილიც და ხაზარაძეც ისხდნენ, მე თამარ ჩარკვიანი იქ არ დავმჯდარვარ.

იმიტომაც დავაყენე კანდიდატურა დამოუკიდებლად, არ მინდოდა ამ თან პოლიტიკურ აჯაფსანდალში, თან ფსევდოში მონაწილეობა. საძაგლად ვიხუმრე – ხალხმა ერთი პოლიტიკური დუსტი უნდა მიუშვას-მეთქი ამ 30-წლიან ნათაღლითარებს და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები