უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სატელეფონო საუბრის დროს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
,,მხარეებმა 3 თებერვალს კიევში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები განიხილეს და მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კონტექსტში მიიღო.