უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 2 დაჭრილის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა ქალაქში, ერთი კი სოფელ იაკოვლევკაში ჩამოვარდა.