,,იაპონიის მთავრობა რუსოფობიურ კამპანიას შეუერთდა – მათთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დიალოგი შეუძლებელია”- რუსეთის საგარეო უწყება

,,იაპონია არ ტოვებს ანტირუსულ კურსს, ამიტომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ნებისმიერი დიალოგი შეუძლებელია,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

მისი თქმით, „უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისთანავე კიშიდას ადმინისტრაცია აქტიურად შეუერთდა დასავლეთის მიერ ორკესტრირებულ რუსოფობიურ კამპანიას, რითაც გაანადგურა წლების განმავლობაში დაგროვილი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შედეგები“.

„აბსოლუტურად აშკარაა, რომ შეუძლებელია ასეთი დოკუმენტის (სამშვიდობო ხელშეკრულების) ხელმოწერის განხილვა იმ ქვეყანასთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციას იკავებს, წარმოთქვამს პირდაპირ მუქარას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ ტოკიომ შესაძლოა გადახედოს თავის ანტირუსულ პოლიტიკას და ასევე ვერ ვხედავთ არსებული სიტუაციის გამოსწორების მცდელობებს”, – განაცხადა რუდენკომ.

 

 

მსგავსი თემები