რუსეთი ომის დაწყების შემდეგ მეოთხედ ცვლის დასავლეთ ძალების მეთაურს, რაც უთანხმოებას ადასტურებს – ბრიტანეთი

უკრაინაში რუსეთის დასავლეთ ძალების მეთაური კიდევ ერთხელ შეიცვლება და მის ადგილს ევგენი ნიკოფოროვი დაიკავებს. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს, ამ პოზიციაზე, უკვე მოთხე ცვლილებაა. ნიკოფოროვი პოლკოვნიკ-გენერალ სერგეი კუზლოვს შეცვლის, რომელიც სულ რაღაც სამი თვის წინ დანიშნეს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმის დაწყების პირველ კვირებში, ევგენი ნიკოფოროვი, როგორც აღმოსავლეთ ძალების ლიდერი ჩართული იყო კიევზე ჩრდილო-დასავლეთიდან განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმების დაგეგმვაში.

მათივე განცხადებით, რუსი სარდლების ეს ცვლილებები, დიდი ალბათობით, ადასტურებს რუსეთში თავდაცვის მაღალჩინოსნებში არსებულ შიდა განხეთქილებას. ისინი ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა წარიმართოს უკრაინაში ომი.

მსგავსი თემები