,,არანარი სპეცოპერაცია არ არის, არ იყო და არც იქნება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “რადიო მაესტროსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ არანაირი სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინას არ ჰქონია.

პოდოლიაკი ქართველებს მოუწოდებს ისწავლონ საკუთარი ისტორიის პატივისცემა.

,,პირველი, არანარი სპეცოპერაცია არ არის, არ იყო და არც იქნება ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ის აბოლუტურად დიდი პიროვნებაა, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარეობდა და ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში, საჭიროა ზოგჯერ აზროვნება ჩავრთოთ და გავაანალიზოთ თუ რას ვამბობთ, ამიტომ, არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა”, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები