“მე დევნილი ვარ, ომშიც ვარ ნამყოფი, დარწმუნებული ვარ, თქვენ ჯარშიც არ ყოფილხართ” – მელიას საქმის პროკურორი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

საქმის პროკურორმა ია დარჯანიამ ნიკა მელიას დაცვის მხარეს მიმართა და უთხრა, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია და ომშიც არის ნამყოფი.

“მე დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ომშიც ვარ ნამყოფი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ჯარშიც არ ყოფილხართ”, – განაცხადა ია დარჯანიამ, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა:
“ვის ეუბნებით? პროკურორი საუბრობთ თუ შოთაძე”.

პროკურორმა ია დარჯანია სასამართლო პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ “როცა საქმე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება თქვენთან ვარ, მაგრამ ახლა საქმე ეხება შტურმს პარლამენტზე”.

მსგავსი თემები