,,ზუსტად ვიცით თუ რას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ამისათვის ათი თვე გვქონდა”- პოდოლიაკი

,,თუ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში გარდაიცვლება, ივანიშვილს, კობახიძეს და სხვა დანარჩენებს ვგულისხმობ, დაფიქრდით თუ როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში თქვენი სახელები”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკი “რადიო მაესტროსთან”  ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად იციან თუ რას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება.

,,ადამიანები, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ ეს შიდა საქმეებში ჩარევაა, არ ესმით ჰუმანიზმის არსის. ზუსტად ვიცით თუ რას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ამისათვის ათი თვე გვქონდა. პრეზიდენტი ზელენსკის მხრიდან იყო კონკრეტული შეთავაზება, ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე იქონიეთ ნორმალური დამოკიდებულება საკუთარი ისტორიის მიმართ.

მიუხედავად პოლიტიკური პოზიციებისა. ბატონი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, ის საქართველოს ისტორიის ნაწილია, ამას კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სადღაც აზროვნებაში იკარგებიან, ისწავლეთ საკუთარი ისტორიის პატივისცემა, თუ ახლა გსურთ იფიქროთ საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, თუ არ გინდათ პატივი სცეთ საკუთარ ისტორიას, დაფიქრდით ისტორიულად როგორ წარმოჩნდებით მომავალში, საკუთარი ქვეყნის ისტორიაში. თუ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში გარდაიცვლება, ივანიშვილს, კობახიძეს და სხვა დანარჩენებს ვგულისხმობ, დაფიქრდით თუ როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში თქვენი სახელები”, – თქვა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები