აშშ-ში უამინდობისა და შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.
განსაკუთრებით რთული ვითარება ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოშია, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს.
გასული ათწლეულების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ყველაზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად ქვეყანაში სატრანსპორტო და ენერგომომარაგების პრობლემებია შექმნილი.